Wednesday, June 5, 2019

ჩემი პორტფოლიო


  1. რესურსები
  2. პროექტები
  3. გაკვეთილის გეგმები
  4. რეფლექსიები


Tuesday, December 8, 2009

მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლება მხატვრული კითხვის უნარ- ჩვევების გაუმჯობესებით, დაწყებით კლასებში

პ რ ო ე ქ ტ ი


პროექტის სახელი: მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლება მხატვრული კითხვის უნარ- ჩვევების გაუმჯობესებით, დაწყებით კლასებში

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარ- ჩვევების განვითარება და ქართული ლიტერატურისა და კლასგარეშე მუშაობისადმი ინტერესის გაღვიძება.

პროექტის სრული აღწერა: ა) ლიტერატერატურისადმი, კლასგარეშე მუშაობისადმი

ინტერესის აღძვრა.

ბ) პრობლემური მასალის წარმატებულად დაძლევა და

გონებრივი ჰორიზონტის გაფართოვება.

გ) კლასგარეშე ლიტერატურის მოძიება და ბიბლიოთეკასთან

ურთიერთთანამშრომლობის ამაღლება.

დ) დამოუკიდებელი კითხვის უნარ- ჩვევების განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე

პროექტის შესაძლო აქტივობები: 1. პროგრამის შექმნა

2. ღონისძიების დაგეგმვა

3. ფირზე ჩანაწერების მოსმენა

4. მხატვრულ კითხვაში ვარჯიში

5. ღონისძიების მოწყობა და ანალიზი

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დანერგვის შემდეგ გაძლიერდება სიყვარული კითხვისადმი. განუვითარდებათ კითხვის ტექნიკა. პროექტი ხელს შეუწყობს კომპიუტერულ სამყაროში წიგნის სიყვარულს და აღუძრავს ახლის ძიების სურვილს.

სარგებელი სხვებისთვის: ხელს შეუწყობს სასკოლო ქსელის გაფართოვებას; სხვადასხვა სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთა დამეგობრებას.

სამუშაო ენა: ქართული ენა

მოსწავლეები სხვა სკოლებიდან: კასპის №1, №2, №3, №4 სკოლების III-IV კლასების მოსწავლეები

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს მოსწავლეებს მხატვრული კითხვა, გამოუმუშაოს ლიტერატურის როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის აღქმისა და გაცნობიერების უნარი.

პროექტის ფასილიტატორი: ნანი გეთაშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა naigetashvili@gmail.com

ჩემი პორტფოლიო

“შემოდგომა“-(სურათის აღწერა)